ინფექციური დაავადებები
გადამდებმა ინფექციურმა დაავადებებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ადამიანის განვითარების ისტორიაში. წარმოგიდგენთ რამდენიმე საშინელ ინფექციას, რომელიც კაცობრიობას არასდროს დაავიწყდება.
1. The New Coronavirus -ახალი კორონავირუსი
2019-nCoV კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა. 2020 წლის 10 თებერვლისთვის ვირუსმა დააინფიცირა 40,000 ადამიანი, ჩინეთში კი 900-მდე პირი გარდაიცვალა.
კორონავირუსები წარმოადგენს რნმ-ვირუსების დიდი ოჯახს,რომელიც იწვევს რესპირატორულ ჩივილებს. ოჯახი მოიცავს ვირუსის იმ სახეობას, რომელიც იწვევს SARS ( severe acute respiratory syndrome-მწვავე რესპირატორული სინდრომი) და MERS (Middle East respiratory syndrome);
2. Smallpox -
ჩუტყვავილა, რომელიც ძირითადად იწვევს კანზე გამონაყარს, პირველად გამოვლინდა 3,000 წლის წინ ინდოეთსა და ეგვიპტეში. ჯანმოს მიხედვით, ვარიოლას ვირუსი, რომელიც შემდგომ იწვევს ჩუტყვავილას, მომაკვდინებელი იყო პანდემიის დასაწყისში, თუმცა ვინც არ იღუპებოდა, მათ შრამები დარჩათ კანზე.
დაახლოებით 1980 წლისთვის, ინფექციის სრული ერადიკაცია მოხდა, მას შემდეგ 1 წელიწადში კი საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა.
მართლაც რომ შავი და სიბნელით მოცული პერიოდი იყო როდესაც დაავადება გავრცელდა და მოიცვა თითქმის მთელი მსოფლიო, უმოკლეს დროში.
ჯერ კიდევ ჩუტყვავილამდე yersenia pestis-ის მიერ გამოწვეული შავი ჭირი, შავ სიკვდილად იწოდებოდა მე-14 საუკუნეში.ფაქტობრივად, მოსახლეობის მესამედი დაიღუპა, შვეიცარიის ჩათვლით, (ასახულია ამ სურათზე 1349 წელს.)
ინფექცია სამი სახით ვრცელდება, ყველაზე ცუდი კი ბუბონური ჭირია, რომელიც ლიმფური კვანძების შეშუპებას იწვევს. სიკვდილიანობის რიცხვი 50-60% იყო იმ დროისთვისაც კი, როცა ანტიბიოტიკები ახალი შექმნილი იყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მალარია განკურნებადიც არის და მისი პრევენცია შეგვიძლია, თავის დროზე, როდესაც პირველად დაფიქსირდა აფრიკაში, ბავშვების დიდი ნაწილი ვერ გადაურჩა და დაიღუპა. მალარიის გამომწვევი, კოღო ანოფელესია, კბენის შემდეგ, ინფიცირებულს სიმპტომები მალევე აღენიშნება, როგორიცაა ცხელება, გაციების მსგავსი ნიშნები და შემცივნება, ჟრჟოლა, მაგრამ თუ მკურნალობა არ არის დროული, პაციენტის მდგომარეობა უარესდება. 1951 წელს, დიქლოროდიფენილ-ტრიქლორეთანის პესტიციდის მიერ დაავადება ელიმინირდა აშშ-ში.
5. ინფლუენზა- influenza (flu)
სეზონური, რესპირატორული ინფექცია, ჯანმოს მონაცემების მიხედვით, წელიწადში სეზონურად აინფიცირებს 3-5 მილიონამდე ადამიანს, ხოლო 250,000-500,000 კვდება.
პოტენციურად ფატალური ტუბერკულოზი, გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით, რომლის სამიზნე ორგანოც ფილტვებია, იწვევს ჰემატემეზისს.
ინფიცირებულთა უმეტესობა მხოლოდ მატარებელია ამ ბაქტერიისა, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ. თუმცაღა, დაავადებულთა 10 პროცენტი, რამდენჯერმე მაინც ინფიცირდება სხვა ბაქტერიული თუ ვირუსული გამომწვევებით ცხოვრების მანძილზე.
Comments
Post a Comment