რას წარმოადგენს ვიტილიგო?

 







ვიტილიგო, პიგმენტ მელანინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებაა, რომლის დროსაც კანზე თეთრი ფერის ლაქები ჩნდება. 

ვიტილიგომ კანის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იჩინოს თავი, მაგრამ ძირითადად გვხვდება სახეზე, კისერსა და ხელებზე. აღნიშნული ადგილები უფრო სენსიტიურია მზის სხივების მიმართ, ამიტომ დაავადებული ადამიანი, საჭიროებს კანის დამცავი საშუალებების გამოყენებას. 

ვიტილიგო ხილულია:

  • ტუჩებსა და თვალებზე;
  • თითებსა და მაჯებზე;
  • იდაყვებზე;
  • საზარდულის მიდამოში;
  • გენიტალიებზე;
  • პირის ღრუში;
კანის ზედაპირზე არსებული მელანინის ნაკლებობა იწვევს თმის ფერის გაღიავებას და ნელ-ნელა გათეთრებას. 
იმ ადგილას, სადაც ვიტილიგო ჩნდება,  კანზე სიწითლეც აღინიშნება, ერთგვარი საზღვარი იქმნება, რომელშიც განირჩევა ჰიპერპიგმენტაციის უბნები და როდესაც ლაქა თეთრდება, მის გარშემო საზღვარი მუქი ყავისფერია. 
ვიტილიგო არ წივევს კანის სიმშრალეს, მაგრამ ქავილი მისი ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია.

არსებობს 2 სახის ვიტილიგო:
1.არასეგმენტური
2.სეგმენტური

1)არასეგმენტური ვიტილიგო -  მისი მეორე სახელია ბილატერალური ან გენერალიზებული ვიტილიგო. სიმპტომები ჩნდება სხეულის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, მაგალითად მაჯებზე.  (იხ.ფოტო)








სიმეტრიული ლაქები ვლინდება ასევე : ხელის მტევნებზე, იდაყვებზე, ქუთუთოებზე, მუხლებსა და ტერფებზე. 

არასეგმენტური ტიპის ვიტილიგო ყველაზე ხშირია, არენიშნება 10-იდან 9 ადამიანს. 


2)სეგმენტური ვიტილიგო -  მისი მეორე სახელი, უნილატერული ან ლოკალიზებული ვიტილიგო, ყველაზე ხშირია ბავშვებში. სიხშირე 3:10


რა იწვევს  ვიტილიგოს?

როგორც აღვნიშნე, ვიტილიგო გამოწვეულია კანში არსებული მელანინის ნაკლებობით. მელანინი გამოიყოფა უჯრედ მელანოციტებისგან, ზუსტად ეგ არის ის პიგმენტი, რაც ჩვენს კანს შეფერილობას ანიჭებს. ვიტილიგოს დროს, ეპიდერმისში არ არის საკმარისი რაოდენობის მელანოციტები, რაც იწვევს კანის ზედაპირზე თეთრი ლაქების გაჩენას და ჰიპო ან დეპიგმენტაციას. ასევე თმაც კარგავს თავის ფერს და ხდება სერი ან თეთრდება. 


აუტოიმუნური დარღვევები:

მიიჩნევა, რომ არასეგმენტური ვიტილიგო აუტოიმუნური დაავადებაა. აუტოიმუნურია, როდესაც ჩვენი ორგანიზმის   ანტისხეულები გამომუშავდება ჯანსაღი უჯრედების (აქ:მელანოციტების) წინააღმდეგ და ანადგურებს მათ. ვიტილიგო ხშირად ჰიპერთირეოიდიზმთანაც არის კავშირში, მათ ვისაც ეს დაავადება აქვს, დიდი ალბათობით აწუხებთ ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები. 

რისკ-ფაქტორები: 

ვიტილიგოს წარმოშობის რისკი მაღალია, როცა:

  • აღენიშნება ოჯახის რომელიმე წევრს;
  • როდესაც ოჯახში რომელიმე წევრს აქვს რომელიმე აუტოიმუნური დაავადება, მაგალითად პერნიციოზული ანემია;
  • თუ პაციენტს აქვს მელანომა - მელანომა (კანის კიბო), ან  NHS- Non Hodgkin Lymphoma. 
გამაღიზიანებელი ფაქტორები:
  • სტრესი 
  • კოებნერის ფენომენი და ფსორიაზი - კოებნერის ფენომენი ( koebner's phenomenon)  მე-19 საუკუნის დერმატოლოგმა ჰეინრიხ კოენბერმა აღწერა.  წარმოადგენს კანის ერთგვარ გამოვლინებას გამღიზიანებელზე, მაგალითად გამონაყარი, სიწითლე, მზის სხივებისადმი მგრძნობელობის მატება და სხვა. 
  • რეაქცია ქიმიურ გამღიზიანებლებზე; 

ვიტილიგო ინფექციური დაავადება არ არის, იგი არ გადაეცემა დაავადებულისგან ჰაერ-წვეთოვანი გზით. 

დიაგნოსტირებისთვის ერთ-ერთი მეთოდია ულტრაიისფერი შუქით კანის დათვალიერება. რასაც wood lamp ეწოდება. ულტრაიისფერი შუქის მეშვეობით, ექიმი პაციენტის კანს დეტალურად აკვირდება და ამჩნევს პიგმენტურ ცვლილებებს.
ვიტილიგოს შედეგად გაჩენილი ლაქები სამუდამოა და თუ პაციენტზე ეს ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს ან აქვს კომპლექსები, ხშირად გამოიყენება კორტიკოსტეროიდული მალამოები ან ზეთოვანი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ლაქები შეფერილობას იძენს და პაციენტს აღარ ეტყობა.

Comments

Popular posts from this blog

კლეიდოკრანიალური დისპლაზია იგივე CCD (cleidocranial dysplasia)

Jacobs syndrome

რა არის EGPA? (Churg-Strauss- syndrome )