ალცჰაიმერის დაავადება, სიმპტომების გაჩენამდე, 17 წლით ადრე გამოვლინდება
ალცჰაიმერის ადრეული გამოვლენა და დიაგნოსტირება მისი მკურნალობის მთავარი გასაღებია,თუმცა ყოველთვის ადვილი არ არის ამის მიღწევა.
გერმანელი მკვლევარების გუნდმა ( Ruhr Uiversitat Bochum) , შექმნეს ახალი სენსორი, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელია, ალცჰაიმერის აღმოჩენა სისხლში, პირველი სიმპტომების გამოვლენამდე , 17 წლით ადრე. მოწყობილობა ხედავს ბიომარკერ ამილოიდ- ბეტას, რომელიც დაზიანებულია. ზუსტად აღნიშნული მარკერის დაზიანება იწვევს შემდგომ ცვლილებებს ალცჰაიმერის განვითარებისთვის.
"ჩვენი მიზანია, განვსაზღვროთ ალცჰაიმერის დემენციის გაჩენის რისკი ადრეულ სტადიაზე, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ, მარტივი სისხლის ანალიზის საშუალებით არის შესაძლებელი, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ტოქსიკური წარმონაქმნები (plaques ) გავრცელდება თავის ტვინში . ყოველივე ამისთვის, დროული თერაპიაა საჭირო . " - ამბობს პროფესორი კლაუს გერვერტი (Klaus Gerwert), პროტეინის დიაგნოსტირების ცენტრის (PRODI) დამფუძნებელი დირექტორი RUB-ის უნივერსიტეტში.
მისი გუნდი მოგვიანებით შეუერთდა პროფესორ ჰერმან ბრენერს, რომელიც ჰაიდელბერგში არსებული კიბოს კვლევითი ცენტრის დირექტორია.
მკვლევარებმა, ამოარჩიეს 2000-2002 წლებში მონაწილე პაციენტებს შორის სისხლის პლაზმები და შემდგომ გაყინეს. ჯერ კიდევ მაგ დროისთვის, მონაწილეებს არ ჰქონდათ დადგენილი დიაგნოზი . მომდევნო ეტაპისთვის, მათ ამოარჩიეს 68 სუბიექტი, რომელთაც, მომდევნო 17 წლის განმავლობაში დაუდგინდათ ალცჰაიმერი და შეადარეს იმ 240 მონაწილეს, რომლებიც არ დაავადდნენ. მეცნიერებმა მიზნად დაისახეს, გაერკვიათ, არის თუ არა შესაძლებელი, ისეთი განმასხვავებელი ნიშნის პოვნა სისხლში, რომელიც გამოავლენს ალცჰაიმერის დაავადებას აღნიშნულ პაციენტში, ჯერ კიდევ, პირველი სიმპტომების გაჩენამდე.
"ჩვენდა გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ გლიური ფიბრილური ცილის კონცენტრაციას (glial fibrillary acidic protein) შეუძლია, 17 წლით ადრე გვაჩვენოს მოსალოდნელი რისკი, დაავადების განვითარებისა, კლინიკური სიმპტომების უშუალო გამოვლენამდე. "
დღესდღეობით არსებულ გუნდს დიდი ამბიციები აქვს, რომ მეტი და მეტი აღმოჩენა გააკეთონ არსებული სენსორული მოწყობილობის დახმარებით.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ალცჰაიმერის კავშირის ჟურნალში:
მიმოხილვა:
"ალცჰაიმერის დაავადების აღმოჩენისთვის სისხლში არსებული ბიომარკერების განსაზღვრა აუცილებელია. ამ კვლევაში 4 ბიომარკერის კონცენტრაცია განისაზღვრა, ჯერ კიდევ 17 წლით ადრე, ვიდრე დაავადებულ პირებს კლინიკურად დაუდგინდებოდათ ალცჰაიმერი (AD) . ერთ-ერთი იყო ამილოიდ ბეტა, ასევე ფოსფორილებული ტაუ-181( (P-tau-181), გლიური ფიბრილური მჟავა პროტეინი (GFAP) და ნეიროფლამენტის სხივური ჯაჭვი ( NFL). არსებული მარკერების კონცენტრაცია განისაზღვრა ჰეპარინის პლაზმაში. 68 პაციენტის (მათ ვინც დაავდდნენ) სისხლის ბიომარკერები შეადარეს იმ 240 ადამიანის ბიომარკერებს , რომელთაც არ გამოუვლინდათ AD.
GFAP -ის მონაცემები იყო ყველაზე მაღალი, შემდგომ მას მოჰყვებოდა NFL და P-TAU 181. და მაინც, ამილოიდ ბეტასა და GFAP-ის მონაცემებმა, სარწმუნო წვლილი შეიტანა ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაში."
წყარო:
https://interestingengineering.com/sensor-detection-alzheimers-17-years-advance
Comments
Post a Comment