About the blogger

გამარჯობა უცნობო მკითხველო, 😇

რადგანაც ამას კითხულობ, ეს იმას ნიშნავს, იმ დონეზე დაგაინტერესე, რომ ჩემი ლინკი გახსენი , რაც ძალიან სასიხარულოა!

მოდი, ჯერ გავიცნოთ ერთმანეთი.👀

მე ვარ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი. მიხარია, რომ ჩემი გვერდით დაინტერესდი და გადაწყვიტე, სურვილისამებრ, ნაბიჯ-ნაბიჯ, მომყვე და წაიკითხო საინტერესო ფაქტები და ინფორმაციები მედიცინის შესახებ.

როგორც ყველამ ვიცით (ალბათ), ძალიან ბევრი მსგავსი ბლოგია ამ დარგზე, ან თუნდაც, ინსტაგრამ და Facebook გვერდები, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე,რომ შემექმნა ჩემი საკუთარი ბლოგი და გამეზიარებინა ჩემს მიერ მოძიებული (სანდო და ვრცელი) ინფორმაცია საინტერესო თემატიკაზე. გამიხარდება, თუ შემოიჭყიტები ხოლმე და პოსტებს წაიკითხავ. შეგიძლია, კომენტარის სექციაში შენიშვნა ან რაიმე სახის რჩევა მიუთითო👇, ან თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდება, მოხარული ვიქნები და ასევე მაქსიმალურად შევეცდები ჩემი საკუთარი ცოდნით (ჯერ მწირი მაგრამ მაინც) და უცხოური სამედიცინო წყაროებიდან მოძიებული ინფორამციის მეშვეობით, პასუხი გავცე კითხვებს. 

ასეთი სახის ბლოგები, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მედიცინას ეხება თუ ხელოვნებას ან მუსიკას, ყოველთვის შემეცნებითია, საინტერესო და აღქმადი. პირდად მე რაში მეხმარება და რატომ არ მეზარება ამის წერა ისედაც ულევი სამეცადინოს მერე? გეტყვი,რატომ არ მეზარება,  რაც უფრო  მეტს ვწერ და  უცხოურ მასალებს ვეცნობი, მით უფრო მეტად მამახსოვრდება არსებული ინფორმაცია, რაც ჩემთვის პლუსია, ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ის რაც ასე ძალიან მიყვარს, მეტად ავითვისო და დავეუფლო სიღრმისეულად. 🙏

მედიცინა ამოუწურავი და ულევი სამეცნიერო დარგია. ვითარდება, ვითარდება და დასასრული არ აქვს. ამიტომ, ვერ შეგპირდებით, რომ რაიმე კონკრეტულ განხრას მივყვები და ამ ბლოგზე მხოლოდ და მხოლოდ  სწორი კვების და დიეტის ან ალერგიების შესახებ ვისაუბრებ. ჩემი ბლოგი მრავალფეროვანია და ნებისმიერ თემაზე დავპოსტავ, დაწყებული განსხვავებული გენეზისის დაავადებების მიმოხილვით და დამთავრებული მეცნიერების ახალთახალი აღმოჩენებით. 

იმედი მაქვს, ისიამოვნებთ და მოგეწონებათ, ეს გვერდი არ არის მხოლოდ სამედიცინოს სტუდენტებისთვის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს გარკვეულ დონეზე და მცირეოდენი წარმოდგენა შეექმნას იმაზე, თუ რას წარმოადგენს მედიცინა. 

ეს დასაწყისია, ჩემი პატარა ნაბიჯია რომელიც წინ გადავდგი და უფრო მეტი ნაბიჯი მელის მომავალში.  ყველაფერი წინაა, მაგრამ სულ შემართებით უნდა ვიაროთ, არ გავჩერდეთ და მუდამ სწავლების პროცესში ვიყოთ, რომ ტვინი გვიან დავაბეროთ. 

აბა, au, revoir ! 👀👋💙

Comments

Popular posts from this blog

კლეიდოკრანიალური დისპლაზია იგივე CCD (cleidocranial dysplasia)

Jacobs syndrome

რა არის EGPA? (Churg-Strauss- syndrome )