ეპილეფსია / კრუნჩხვა

 


რა არის ეპილეფსია? ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ ეპილეფსია და კრუნჩხვა ერთი და იგივე რამაა. მაგრამ ეს ასე არ არის. აი, ტერმინი, ეპილეფსიური კრუნჩხვა, განიმარტება, როგორც, ტვინში მიმდინარე გადაჭარბებული ან/და სინქრონული ნეირონული აქტივობა, რომელიც პერიფერიულად ვლინდება სხვადასხვა სიმპტომისა და კლინიკური ნიშნის სახით. აქედან გამომდინარე, კრუნჩხვა- არის მიმდინარე პროცესი, ხოლო ეპილეფსია - დაავადებაა. 


როდის მიიჩნევა, რომ ადამიანს აქვს ეპილეფსია:

1)24 საათის განმავლობაში, მინიმუმ ორჯერ მაინც აღენიშნა კრუნჩხვა;

2) ერთი კრუნჩხვა, გამოწვეული გარე გამღიზიანებლისგან დამოუკიდებლად, რასაც 24 საათის მანძილზე, მოჰყვება ერთი ან რამდენიმე კრუნჩხვითი შეტევა. 

ეპილეფსია არის დაავადება და არა ცალკე პათოლოგიური დარღვევა. ეს გადაწყვეტილება, ILAE-ის  საგარეო კომიტეტმა და ეპილეფსიის საერთაშორისო ბიურომ მიიღო. 

დემოგრაფიული მაჩვენებელი:

100 პაციენტი (60 ქალი და 40 მამაკაცი) 32-50 წლამდე, სპეციალურ გამოკვლევაში ჩართეს, მათგან 77 ადამიანს აღენიშნებოდა ნაწილობრივი ეპილეფსია, (35 სიმპტომური, 42 კრიპტოგენული), ხოლო 23-ს გენერალიზებული. 59 პაციენტს ჰქონდა გენერალიზებული ტონურ კლონური კრუნჩხვა, 13 -ს ახასიათებდა მიოტონური, 5 კი გამოირჩეოდა absence seizure-ტიპით. 

იმ მომენტისთვის, როცა პაციენტებისგან ინტერვიუს იღებდნენ მკვლევარები, გაირკვა, რომ მათგან 52, გადიოდა მონოთერაპიას ( ფენიტოინი, კარბამაზეპინი,ვალპროატი  და კლონაზეპამი). 32 -პოლითერაპიას ხოლო 6 პაციენტი მედიკამენტოზური მკურნალობისგან სრულიად თავისუფალი იყო. 

100 პაციენტიდან მხოლოდ 39 -ში დაფიქსირდა პროდრომული სიმპტომები. 

სიმპტომები მოცემულია სურათზე:


ყველაზე ხშირია ნევროლოგიური სიმპტომები ხასიათის ცვლილების მხრივ, ქცევითი და კოგნიტური ცვლილებები.

ქცევითი ცვლილებები:

ზოგი პაციენტი ინტერვიუში პირდაპირ ამბობდა : ''ის რამდენიმე საათი, სანამ კრუნჩხვითი შეტევა მექნება, მე ჩემი თავი მძულს.''
''მე ადვილად ვბრაზდები და ცუდ ხასიათზე ვარ, ვტირი, დაახლოებით 4 საათი გრძელდება, მას შემდეგ ქრება, რაც კრუნჩხვას გადავიტან.''
რაც შეეხება მვკლევარების და დამკვირვებლების აზრს, მათ ასე განაცხადეს: '' იგი კარგ ხასიათზეა, ჩვეულებრივ გამოიყურება, მაგრამ კრუნჩხვითი ეპილეფსიის შემდგომ, მისი გუნება-განწყობილება იცვლება, ხდება აგრესიული და აუტანელიც კი.''

კოგნიტური ცვლილებები:

პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებოდათ ბრადიფსიქია,ვერბალური და მოტორული პასუხი დაგვიანებული,  მოუქნელობა, ხანმოკლე მახსოვრობა და ყურადღების ადვილად გაფანტვა. 
პაციენტებმა აღნიშნეს: "ისეთი განცდა მაქვს თითქოს შენელებულად ვფიქრობ, ამის გამო ყველაფერზე ორჯერ ვფიქრობ ხოლმე, მგონია რომ შენელებულ კადრში ვარ";
"რაღაცის გაკეთება მინდა, მაგრამ არაფერი გამომდის, არადა მინდა რომ გავაკეთო, და ბოლოს ისე აღმოჩნდება, რომ უბრალოდ აქეთ-იქით დავდივარ. "

აღელვება/ხასიათის ცვლილება:
აპათია, ინდიფერენტულობა, სევდიანობა, დეპრესიისკენ მიდრეკილება, უხასიათობა, დაძაბულობა. ჩამოვწერ პაციენტების მიერ აღნიშნულ დიალოგებს:
"არაფერი მაღელვებს და არაფრის კეთების სურვილი არ მაქვს"
"იმაზე მეტად სენსიტიური ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ"
"უმიზეზოდ ვტირი"
"შერეული განცდები მაქვს, სიხარულისა და სტრესის, თან მგონია რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს "
ერთ-ერთი პაციენტის ქმარმა აღნიშნა: "ის ყოველთვის ლამაზად ჩაცმული და  მოწესრიგებულია, ხოლო, როცა არა, ვიცით რომ შეტევა უნდა ჰქონდეს..კრუნჩხვამდე რამდენიმე საათით ადრე ციანოზურია და არც კი იცის რატომ"

აღნიშნული ცვლილებების გარდა, პაციენტები უჩივიან :

1)გულისრევა/ღებინება
2)ძილის დარღვევა;
3)დისთერმია- პაციენტების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მათ სციოდათ, ხოლო აუტანელი სიცივის განცდა შემგდომ იცვლებოდა ცხელების შეგრძნებებით. 
4)დისართრია, აფაზია, სამეტყველო აპარატის ფუნქციის მოშლა;
5) გასტროინტესტინური სიმპტომები - დიარეა ან ყაბზობა;
6)თავის ტკივილი;
7)მადის ცვლილება- დისგევზია;


კრუნჩხვითი ეპილეფსიის სახეები:



1)გენერალიზებული - მოიცავს ტვინის ორივე ჰემისფეროს და შეიძლება იყოს ორი სახის: ა)absence seizure (petit mal seizure )- წამიერი გონებრივი გათიშვა თუნდაც საუბრის მომენტში ან სიარულისას; ბ) ტონურ-კლონური -პაციენტი ამ დროს ყვირის, შეიძლება გონება დაკარგოს, დაეცეს, აღენიშნებოდეს კუნთოვანი სისტემის რიგიდობა, გაშეშება. 

2) ფოკალური კრუნჩვა - ტვინის კონკრეტულ უბანში ვლინდება ამ ტიპის კრუნჩხვა, მათ ნაწილობრივი კრუნჩხვაც ეწოდება. 
იგი შეიძლება იყოს : მარტივი ფოკალური კრუნჩხვა; კომპლექსური ; მეორადი გენერალიზებული კრუნჩხვა. ეს უკანასკნელი იწყება ტვინის ერთ კონკრეტულ უბანში, მაგრამ ვრცელდება ორივე ჰემისფეროში. 


რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ჩვენს წინაშე ვინმეს კრუნჩხვა აქვს ?

1) არ უნდა დავაბათ, არ უნდა დავუჭიროთ ხელები და ფეხები, არ შეიძლება ძალის გამოყენება;
2)დავაწვინოთ მიწაზე და თავი და სახე დავუჭიროთ;
3) დავიცადოთ სანამ კრუნჩხვა არ დასრულდება, სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, უხშირესად 5 წუთზე მეტი არ არის მაგრამ თუ უფრო მეტხანს გასტანა, აუცილებელია სასწარფო დახმარების გამოძახება;
4)არ დავუჭიროთ ენა, ეს მითი დღემდე გავრცელებულია საზოგადოებაში, რომ აუციელებელია ენის დაჭერა, თორემ შეიძლება გადეყლაპოს. არ შეიძლება არც ენის დაჭერა და ზოგადად, პირის ღრუში არაფერი არ უნდა ჩავუდოთ, შეიძლება ენაზე იკბინოს ან კბილი კბილზე დააჭიროს და ყბები დაიზიანოს. 
5) გადმოვაბრუნოთ გვერდით, ვეცადოთ რომ ისეთ პოზიციაში დავაწვინოთ, არანაირი ტრავმა არ მიიღოს. მაგრამ აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ზედმეტად არ ვეხებით და არ ვუწევთ წინააღმდეგობას. მხატვრულად რომ ვთქვა, ''ვაცადოთ ქარიშხალს,ჩადგეს."😊








https://www.cdc.gov/epilepsy/about/types-of-seizures.htm




Comments

Popular posts from this blog

კლეიდოკრანიალური დისპლაზია იგივე CCD (cleidocranial dysplasia)

Jacobs syndrome

რა არის EGPA? (Churg-Strauss- syndrome )