ალცჰაიმერის დაავადება, სიმპტომების გაჩენამდე, 17 წლით ადრე გამოვლინდება
ალცჰაიმერის ადრეული გამოვლენა და დიაგნოსტირება მისი მკურნალობის მთავარი გასაღებია,თუმცა ყოველთვის ადვილი არ არის ამის მიღწევა. გერმანელი მკვლევარების გუნდმა ( Ruhr Uiversitat Bochum) , შექმნეს ახალი სენსორი, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელია, ალცჰაიმერის აღმოჩენა სისხლში, პირველი სიმპტომების გამოვლენამდე , 17 წლით ადრე. მოწყობილობა ხედავს ბიომარკერ ამილოიდ- ბეტას, რომელიც დაზიანებულია. ზუსტად აღნიშნული მარკერის დაზიანება იწვევს შემდგომ ცვლილებებს ალცჰაიმერის განვითარებისთვის. "ჩვენი მიზანია, განვსაზღვროთ ალცჰაიმერის დემენციის გაჩენის რისკი ადრეულ სტადიაზე, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ, მარტივი სისხლის ანალიზის საშუალებით არის შესაძლებელი, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ტოქსიკური წარმონაქმნები (plaques ) გავრცელდება თავის ტვინში . ყოველივე ამისთვის, დროული თერაპიაა საჭირო . " - ამბობს პროფესორი კლაუს გერვერტი (Klaus Gerwert), პროტეინის დიაგნოსტირების ცენტრის (PRODI) დამფუძნებელი დირექტორი RUB-ის უნივერსიტეტში. მისი გუნდი მოგვიანებით შეუერთდა პროფესორ ჰერმან ბრენერს, რომელიც ჰაიდელბე...