Rickets (რაქიტი)
პატარა, დაბადებიდანვე მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და ზრუნვას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სიარულს იწყებს. ასაკის მატებასთან ერთად იცვლება მათი საკვების შემცველობა საჭირო ვიტამინებითა და ნივთიერებებით, მაგრამ რა მოხდება, თუ რომელიმე მათგანი არასაკმარისად მიიღო?
რაქიტი განპირობებულია D ვიტამინის და კალციუმის დეფიციტით, რაც საჭიროა ძვლების (და არა მარტო ძვლების) შესაბამისი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.
რაქიტის დროს ძვლების დემინერალიზაციის პროცესი პროგრესირებს, ძვალი რბილდება და ხდება მყიფე, ჩნდება პატარა ღრმულები, რასაც ოსტეოპოროზი ეწოდება, ანუ ძვალი იფიტება. ამ დროს ოსტეოკლასტების ჭარბი სინთეზი მიმდინარეობს, რაც ძვლის დაშლას იწვევს, საბოლოოდ კი იქამდე მივდივართ, რომ ყველაფრის საწყისი, ორგანიზმში არსებული d ვიტამინის შემცველობაა. მაშ, როგორ ხვდება იგი ჩვენს ორგანიზმში?
იმისათვის, რომ ვიტამინის საბოლოო პროდუქტი, 1.25 DHCC მივიღოთ ( 1.25 dehydroxycholecalciferol) საჭიროა კარგი კვება და მზის ულტრაიისფერი სხივების საკმარისი შეწოვა კანის უჯრედების მიერ.
მას შემდეგ, რაც კანზე UV სხივები მოხვდება, აქტიურდება 7 dehydrocholesterol, რომლის საშუალებითაც წარმოიქმნება ქოლეკალციფეროლი. გადავდივართ მეორე ეტაპზე. არსებული ქოლეკალციფეროლი ღვიძლში სინთეზირდება 25 hydroxylase-ს საშუალებით და მიიღება 25 hydroxycholecalciferol , მესამე ეტაპზე კი თირკმელების პროქსიმალურ მილაკში მყოფი უჯრედების მიერ 1a-hudroxylase ასინთეზირებს და გვაძლევს საბოლოო პროდუქტს, 1.25dhcc- რომელიც უკვე ძვლებსა და ნაწლავებში შესაბამის დავალებას ასრულებს. კალციუმისა და ფოსფორის აბსორბციის რეგულირება სწორედ ამ დროს მიმდინარეობს.
თუ კი, არასაკმარისია ვიტამინის შემცველობა, არც საჭირო რაოდენობის კალციუმი და ფოსფორი გვექნება ორგანიზმში, ასე რომ, ბავშვებში გამოვლენილი ვიტამინის ნაკლებობა გამოიწვევს რაქიტს.
სიმპტომები მოიცავს:
ზრდის შეფერხება;
კუნთების განუვითარებლობა;
ტკივილი (ხერხემლის, მენჯის, ქვემო კიდურების )
ძვლების დეფორმაცია ( x-ებური ან o-ებური ფეხები)
კუნთების სისუსტე და ტკივილი.
შესაძლებელია ახალშობილს დაბადებიდანვე აღენიშნებოდეს d ვიტამინის შეწოვის პრობლება, ეს შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა დაავადებებით:
ცელიაკია;
ნაწლავის ანთებითი დაავადება;
ცისტური ფიბროზი;
თირკმლის დაავადება;
რისკ-ფაქტორები:
მუქი ფერის კანი - ზოგადად რაც უფრო მეტი მელანინია კანის შრეში, ის აფერხებს d ვიტამინის შეწოვას.
ორსულობისას დედის ჰიპოვიტამინოზი (d vitamin)
ჩრდილოეთ განედის ქვეყნების მოსახლეობა - მზიანი ამინდების დეფიციტის გამო;
ნაადრევი მშობიარობა, დღენაკლული ახალშობილი;
წამლები - მაგალითად აასების მიღება;
ექსკლუზიურად ძუძუთი კვება ;
გართულება:
სიმაღლეში ჩამორჩენა;
სქოლიოზი;
ძვლების დეფორმაცია;
სტომატოლოგიური პრობლემები;
კრუნჩხვა, ცხელება;
პრევენცია :
რაც შეეხება პრევენციას, ახალშობილებში აუცილებელია, რომ ძუძუთი კვება იყოს სრულყოფილი, საჭირო იქნება დამატებითი საკვების რაციონში მიღება, შესაბამისი დოზით. ხოლო, თუ მოგვიანებით ასაკში განვითარდა რაქიტი, აუცილებელია რომ მოზარდს კვებითი რაციონი გავუმდიდროთ ცხიმის შემცველი საკვებით (ქოლესტეროლი) , მაგალითად თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი , კვერცხის გული და სხვა.
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/rickets/symptoms-causes/syc-
Comments
Post a Comment