Posts

Showing posts from June, 2022

კლეიდოკრანიალური დისპლაზია იგივე CCD (cleidocranial dysplasia)

Image
  აღწერა : კლეიდოკრანიალური დისპლაზია არის გენეტიკური დაავადება, რომელიც აზიანებს კბილებსა და ძვლებს, როგორიცაა თავის ქალას ძვლები, სახის ძვლები, ხერხემლის მალები, ლავიწები, კიდურები.  ადამიანის ძვლოვანი სისტემა დეფორმირებულია, არ ხდება მათი ფორმირება, ისე, როგორც საჭიროა,შეიძლება იყოს უფრო მსხვრევადი/მტვრევადი, ამასთანავე, ზოგ დაავადებულს ლავიწის ძვალი საერთოდ არ გააჩნია.  სახელწოდება წარმოდგება სიტყვისგან ';კლეიდო- clavicle -რაც ლავიწს ნიშნავს, ხოლო cranial - თავის ქალას. თავის ქალას და ლავიწის დეფორმაციას ხშირად კბილების სხვადასხვა პათოლოგიური გამოვლინებებიც ემატება.  რა უნდა ვიცოდეთ კლეიდოკრანიალური დისპლაზიის შესახებ: 1)დაავადება ვლინდება დაბადებისთანავე, შეიძლება გადაეცეს დედიდან შვილს ან ახალდაბადებულს დამოუკიდებლად განუვითარდეს; 2) დაახლოებით მილიონიდან 1 ადამიანს აქვს აღნიშნული დისპლაზია; 3) დაავადება ემართებათ განურჩევლად სქესისა; 4)CCD-ის არანაირი გავლენა არ აქვს ინტელექტსა და ადამიანის ბიჰევიორიზმზე; 5)მიუხედავად მრავლობითი ოპერაციებისა, პაციენტები ცოცხლო...

რა არის EGPA? (Churg-Strauss- syndrome )

Image
EGPA- Eosinophilic granulomatosis with polyangiitis - ეოზინოფილური გრანულომატოზი პოლიანგიიტთან ერთად- არის ვასკულიტის უიშვიათესი ფორმა, ვლინდება წვრილი სისხლძარღვების ანთებით.  ანთება ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას, რასაც საბოლოოდ ორგანოების დაზიანება მოჰყვება.  EGPA-ის მეორენაირად ეწოდება  Churg-Strauss- ის სინდრომი. ამერიკის შეერთბულ შტატებში, წლის განმავლობაში დაახლოებით 5000-მდე ინფიცირებული აღირიცხება.  რა იწვევს EGPA-ს? არ მოგვეპოვება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ, როგორც ავტოიმუნური დაავადება, ვასკულიტის დროსაც, ჩვენი ჯანსაღი უჯრედები ზიანდება ჩვენივე იმუნური სისტემის მიერ.  როგორ მოქმედებს EGPA ადამიანის ორგანიზმზე? უპირველესყოვლისა, აზიანებს ფილტვებს, თუმცაღა არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესში სხვა ბევრი ორგანოც ჩაითრიოს. დაზიანების სიმძიმის მიხედვით, დღესდღისობით, გამოყოფილია სამი ფაზა: 1) პირველი ფაზა - ვლინდება როგორც ახალგაზრდული ასთმა. ასთმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იწყება რამდენიმე წლით ადრე, სხვა სიმპტომ...