Rickets (რაქიტი)
პატარა, დაბადებიდანვე მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და ზრუნვას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სიარულს იწყებს. ასაკის მატებასთან ერთად იცვლება მათი საკვების შემცველობა საჭირო ვიტამინებითა და ნივთიერებებით, მაგრამ რა მოხდება, თუ რომელიმე მათგანი არასაკმარისად მიიღო? რაქიტი განპირობებულია D ვიტამინის და კალციუმის დეფიციტით , რაც საჭიროა ძვლების (და არა მარტო ძვლების) შესაბამისი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის. რაქიტის დროს ძვლების დემინერალიზაციის პროცესი პროგრესირებს, ძვალი რბილდება და ხდება მყიფე, ჩნდება პატარა ღრმულები, რასაც ოსტეოპოროზი ეწოდება, ანუ ძვალი იფიტება. ამ დროს ოსტეოკლასტების ჭარბი სინთეზი მიმდინარეობს, რაც ძვლის დაშლას იწვევს, საბოლოოდ კი იქამდე მივდივართ, რომ ყველაფრის საწყისი, ორგანიზმში არსებული d ვიტამინის შემცველობაა. მაშ, როგორ ხვდება იგი ჩვენს ორგანიზმში? იმისათვის, რომ ვიტამინის საბოლოო პროდუქტი, 1.25 DHCC მივიღოთ ( 1.25 dehydroxycholecalciferol) საჭიროა კარგი კვება და მზის ულტრაიისფერი სხივების საკმარისი შეწოვა კანის უჯრედების მიერ. მას...